საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017–2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ თამარ დარასელიას  სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და თამარ დარასელიას  2018 წლის 08 აგვისტოს განცხადების (N1494/27) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ თამარ დარასელიას  სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2018 წლის 17 სექტემბერი , 11:00 საათი, თსუ მე-2 კორპუსი, 164 – ე აუდიტორია.
2.    სამაგისრო ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ნინო ჩიქოვანი - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ქეთევან კაკიტელაშვილი - ასოცირებული პროფესორი
გ) ივანე წერეთელი - ასოცირებული პროფესორი
დ) მაია ქვრივიშვილი - ასისტენტ-პროფესორი
ე) ირაკლი ჩხაიძე - ასისტენტ-პროფესორი, კომისიის მდივანი
3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.